ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე -პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა წყნეთში სროლა მისი მანქანის მიმართულებით.
როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს.ლერი სულაბერიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მანქანიდან მოხდა გასროლა.
“ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ”, – განაცხადა სულაბერიძემ.
ლერი სულაბერიძე ვაკის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად იმყოფებოდა.
კომენტარები