უკრაინაში მებრძოლი დანაყოფის ,,ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ბელორუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და ამბობს:
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა უკრაინაში წამომსვლელი ხალხისთვის ხელის შემშლელ პირობებს ქმნის.
ადამიანი, რომელსაც ქართულ ლეგიონში ანკეტა შემოაქვს და მოხვედრას ცდილობს, ყველას ელაპარაკებიან რეკრუტიზაციის ცენტრიდან, აფრთხილებენ, რა გზით უნდა წამოვიდნენ.
ამ შემთხვევაში არ ვიცი, ვისთან გვაქვს საქმე. რადგან ადამიანს რომ მოემართა ქართული ლეგიონისთვის, მას აუხსნიდნენ, რომ არავიტარ შემთხვევაში ბელორუსიდან არ უნდა წამოსულიყო.
ასე რომ, ძალიან უცნაური მოვლენაა, არ ყოფილა ასე არასდროს, არავინ შემოსულა უკრაინაში ბელორუსიდან.
იმედი მაქვს, ეს მორიგი პროვოკაცია არ არის ქართული ლეგიონის წინააღმდეგ – აცხადებს მამუკა მამულაშვილი.
ბელარუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ლუკაშენკოს კონტროლირებადი მედიის მტკიცებით, ის საომრად ბელორუსის გავლით უკრაინაში გადადიოდა და ეს მარშრუტი საქართველში უკრაინის საელჩომ შესთავაზა.
კომენტარები