ცენტრ ,,ემპათიას” ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“უნდა გავყოთ ერთმანეთისგან, რას ვმკურალობთ და რას ველით ამ მკურნალობისგან. თუ ჩვენ მკურნალობისგან ველით, რომ კიდევ 3-4 წელი პაციენტმა გაიაროს ფსიქორეაბილიტაციის, ან კოგნიტიური რეაბილიტაციის კურსი, ან მედიკამენტური კურსი, ასეთ შემთხვევაში ეს საქართველოში შეუძლებელია.
ექიმმა კობიმ თქვა, სააკაშვილის შემთხვევაში ოპერაცია იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც პოსტოპერაციული პერიოდი, რაც საქართველოში შეუძლებელია, რადგან ეს ითხოვს მთელ რიგ ინსტიტუციებს, კადრები უნდა გყავდეს, შესაძლებლობები გქონდეს, აპარატიული, დიაგნოსტიკური, უნდა გქონდეს სოციალური სამსახური, რაც არ არის.”
თოიძე ასევე მესამე პრეზიდენტის შიმშილობასაც ახსენებს და ამბობს:
„შიმშილობის ასეთი ხანგრძლივობა მსოფლიო ლიტერატურაში ერთეულებითაა აღწერილი. ცნობილია, რომ მე-20, 30-ე დღის ჩათვლით პაციენტების მდგომარეობა იმდენად უარესდება, რომ შიმშილობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება, ან ისინი იღუპებიან. მისი ენცეფალოპათიური სინდრომები პროგრესირებას განიცდის და ვეგეტატიური სისტემის ნიშნით გამოვლინდებიან. ვეგეტატიურ სისტემას აქვს ჩვენი ენერგეტიკულ-მამოძრავებელი ფუნქცია. ის, რაც ჩვენს ტვინს აძლევს საშუალებას, რომ გადაწყვიტოს სხვადასხვა ამოცანა, ეს ლოკალურ ადგილებში წყდება, მაგრამ ვეგეტატიური ნერვული სისტემა ამ ყველაფერს ორკესტრირებას უწევს და ანაწილებს ფუნქციებს. ვეგეტატიური ნერვული სისტემა დაზიანებულია. საჭირო იყო სუდომოტორული ვეგეტატიური ტესტის ჩატარება, რომელიც საქართველოში არ კეთდება. სხვა ყველა ვეგეტატიური სინჯი დადებითია (უარყოფითი თვალსაზრისით). ასევე, ვერ მოხდა მისი წნევის დასტაბილურება, იყო ჰიპერტონიული კრიზები, კოლაფსი, კატასტროფული წნევის ვარდნა, რომელიც ზოგს გულყრა ჰგონია, მაგრამ ეს არის გონების კარგვის ვეგეტატიური შეტევები. ტემპერატურის ცვალებადობა, რომელშიც, არაა გამორიცხული, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემის წვლილია, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავთ ინტოქსიკაციურ და ტოქსიკურ აგენტებსაც. ასევე არის შარდვის პრობლემები, ხშირი შარდვა“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.
კომენტარები