კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და ამბობს:
“დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ჩავა თუ არა პელოსი ტაივანში, თუმცა ეს ყველაფერი წმინდა პროვოკაციაა”
ცნობილია, რომ ნენსი პელოსი დღეს მალაიზიაში ჩავიდა. მანამდე კი მედია ამბობდა, რომ პელოსი 2 აგვისტოს საღამოს ტაივანში უნდა ჩასულიყო. Reuters წერს, რომ თვითმფრინავმა, რომლითაც აშშ-ის მაღალჩინოსანი მალაიზიაში ჩავიდა, მალაიზიიდან უკვე გაფრინდა, თუმცა უცნობია, ბორტზე პელოსი იმყოფებოდა თუ არა.
კომენტარები