“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ომი [უკრაინაში], შესაძლოა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინიდან თავისი ჯარების გასაყვანად.
ბრძოლები უკვე გაცილებით მეტხანს გრძელდება, ვიდრე რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი ელოდა”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
კომენტარები