ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდსასტუმროდან გაწერილი 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ განცხადება გაკეთდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალგაზრდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო.
,,საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი პისიარტესტირება და დაუდგინდა ინფექცია. შემდგომში მოხდა მისი საკარანტინო-სასტუმრო სივრცეში მეთვალყურეობის გაგრძელება ექიმის მიერ და პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოხდა მისი გაწერა 25 ოქტომბერს.
შესაბამისად, აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლით შესაბამისად.
გაწერისას მოხდა ამ პირის შეფასება ექიმის მხრიდან, თავს გრძნობდა კარგად. მას არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი და ჩივილი. მის მიერ რამდენჯერმე მოხდა ექიმთან მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს გრძნობდა კარგად. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია გულის უეცარი გაჩერება. მიმდინარეობს მოკვლევა”,
ცნობისთვის, დღეს რუსთავში 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული. ის კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, საიდანაც გუშინ გაწერეს.
შეგახსენებთ, ახალი პროტოკოლის მიხედვით, კლინიკიდან, ან კოვიდსასტუმროდან გაწერისას ტესტირება არ ტარდება!
ბევრი რამ შეიძლება გთხოვოთ უსიმპტომო პაციენტმა, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ, ვისაც ხვალ საღამოდან უახლოეს სამ დღეში დაუდასტურდება ინფექცია, ისინი არჩევნებშიც კი ვერ მიიღებენ მონაწილეობას – გაწერას გვთხოვდა, რისი არგუმენტია, რომ კარგად იყო?
კომენტარები