“ქართული ოცნება” საარჩევნო სიაზე აქტიურად მუშაობს – ერთ-ერთი ვერსიით, ბიძინა ივანიშვილი იუსტიციის მინისტრის დაწინაურებას გეგმავს.
შესაძლოა ის „ქართული ოცნების“ სიის სათავეში ვიხილოთ. მმართველი პარტიის კულუარებში აცხადებენ, რომ ივანიშვილის სურვილია არჩევნების შემდეგ იუსტიციის მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს.
სად იქნება წულუკიანი? – ამის გარკვევას ჟურნალისტები მინისტრისგან შეეცადენ.
„ვფიქრობ, პრემიერის ეს რეპლიკა, პასუხი იყო იმ, აბსოლუტურად ოდიოზურად ქცეული პოლიტიკოსის კივილზე, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში და არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე ტიპის რეალური გეგმები იდგეს. სია თუ არა, პარლამენტი თუ არა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს წინ“
კომენტარები