პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ირაკლი კობახიძემ დღეს დილით, 9 აპრილს რომ უცხო ძალამ დაგვარბია, იმის ისეთი გაპრავება დადო, ჯობდა ისევ უცხო ძალა ეთქვა, და, ეს არ იკმარა და საღამოს ანწუხელიძე პიარის კი არა პირდაპირ დიფსთეითის დავალების მსხვერპლად გამოაცხადა.
აი, რა გინდა რომ თქვა? ტიპი არის ჩვეულებრივი მანიაკი, თანაც, როგორც მისი ძვირფასი რუსები იტყოდნენ, “ბეზ სტიდა ი სოვესტი” – სრული დეფიციტი აქვს სინდისის და სირცხვილის გრძნობის.
…
ირაკლი კობახიძის თქმით, 20 ივნისის დარბევის შემდეგ, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შსს მინისტრ გახარიას გადადგომას, შეკრებილა ოცნების პოლიტსაბჭო და გახარიას გადაყენება გადაუწყვეტია, მაგრამ ამ დროს გაისმა თურმე ზარი დიფსთეითიდან, არ ქნათ ეგაო და ამათაც გადაუფიქრებიათ.
ბიძინა ივანიშვილს თუ დიფსთეითას ეძახდნენ შინაურულად ოცნებაში, აქამდე არ ვიცოდი, მართლა.
კომენტარები