ჯგუფი “ფარის” თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
რას ეძებს ოცნება?!
ომის დაწყება არ დაწყებაში ოცნება დანაშაულს ვერ მიაგნებს! თავდაცვითი ომი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიარაღებული ძალების გამოყენება კონსტიტუციური უფლებაა (ვალდებულებაა). ამიტომ, როგორც არ უნდა დადგეს საკითხი და რაც არ უნდა გამოიკვეთოს, დანაშაულის აღმოჩენა შეუძლებელი იქნება!
არსებობს კიდევ ერთი ალბათობა – სამხედროდანაშაულები ომის დროს. მაგრამ აქაც, ბრიუსელში და ჰააგაში დაადასტურეს, რომ ამ ომში სამხედრო დანაშაულები საქართველოს მხრიდან ჩადენილი არ არის!!!
ანუ, პოლიტიკოსების მხრიდან დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის ალბათობაც გამოირიცხა.
შესაბამისად, სამხედროების დაბარებას და გამოკითხვას აზრი არა აქვს, დანაშაულზე მათ ინფორმაცია უბრალოდ ვერ ექნებათ. მაშინ, რჩება მხოლოდ ერთი თემა, არა დანაშაულის გამოკვეთა, არამედ შეფასება – ომი ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო – ფაქტის დადგენა, რომელსაც საქართველოში არანაირი იურიდიული წონა არ ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისათვის, განსაკუთრებით დიპლომატიურ ველზე პუტინის პოზიციების გასაუმჯობესებლად!
რუსეთს ახლა ძალიან ჭირდება, რომ პოზიციონირებდეს როგორც კონფლიქტის მხარე და არა როგორც აგრესორი.
იგივე კლიშე დაედება უკრაინასთან ომსაც, რომ ომს ობიექტური მიზეზი ჰქონდა და რუსეთმა გადაამეტა ძალას, აგრესორი კი არ არის, კონფლიქტში იქნა ჩათრეული.
ამიტომ, ეს კომისია რუსეთის ამ კონკრეტულ ინტერესს ემსახურება, დანარჩენი უბრალოდ თანმდევი პროცესია, სპექტაკლის ნაწილი!
კომენტარები