დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, “ალიაში” გამოქვეყნებულ მასალას: “რატომ ამბობენ ექიმები უარს აეროორტში გასვლაზე” მედიასთან პასუხობს და ამბობს, რომ ტყუილია!
პირველი და მეორე დაცვის საშუალებები გვაქვს – მაგრამ, თუ სიმპტომი გამოვლინდა მერე გამოვიყენებთო! თუ სიმპტომებს არ ელოდებით – რატომ გაუშვით ექიმები? თუ სიმპტომების გამოვლენას და ინფიცირებას ელოდებით – ვის უნახავთ პირველი და მეორე რიგის დაცვით საშუალებებს?
გეგმა სად გაქვთ – ინფიცირების აღმოჩენის შემთხვევაში? სად გადაგყავთ ინფიცირებული? რატომ არ ამოწმებთ თვითმფრინავშივე მგზავრებს?
რაზე საუბრობთ, ტამიფლუ მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის გაქვთ უფასოდ – იმ გრიპით გეღუპებათ ხალხი, რომლის ვაქცინაც არსებობს!
რაზე საუბრობთ, გრიპის ვაქცინები ვერ შემოიტანეთ საკმარისი ოდენობის და ორსულებისთვის გვაქვს მარაგიო გამოაცხადეთ. რაზე სუაბრობთ, როცა ამ ვირუსის საშიშროება არ არსებობდა, მაშინაც კი ვერ ახერხდებდით პაციენტების დროულად გადაყვანას კლინიკაში და დერეფნებში აწვენდით პაციენტებს.
და თქვენ გაქვთ იმის ფუფუნება რომ თვითმფრინავიდან ჩამოსული მგზავრი შეამოწმებინოთ ექიმს, რომელსაც, არ აცმევთ პირველი და მეორე დონის დაცვით საშუალებას?
გაქვთ და არ აცმევთ? – დანაშაულია ეგ! მე როგორც ვიციო, როგორც იცით, თუ ზუსტად იცით? ზუსტად არ იცით – რას საუბრობენ თქვენი თანამშრომლები და რას ითხოვენ?
ჯერ ერთი, გაქვთ თუ არა ეგ პირველი და მეორე რიგის დაცვის საშუალებები – არავინ იცის, ეგრე თქვენ გრიპის ვაქცინაც გქონდათ და ტამიფლუ – გვაჩვენეთ თუ გაქვთ.
და თუ მართლა გაქვთ და არ იყენებთ, ეს არ არის სიბრიყვე, ეს არის გამიზნული დანაშაული, მოსახლეობის და საკუთარი თანამშრომლების გაწირვაა ეგ!
“ალია” დაუკავშირდება იმ ექიმს, რომლის სკანდალურ ინტერვიუს – ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან მალე მოგაწვდით ახალ ინფორმაციას.
ეს კი ის ფოტოა, რომელიც თავად მოგვაწოდა ჯანდაცვის სამინისტრომ, სადაც საბაჟოს თანამშრომელი დგას მგზავრის გვერდით პირბადის გარეშე, მგზავრმა უკვე გამოიარა საბაჟო – სად ხდება მისი შემოწმება და როგორ – კარგად ჩანს – სამაგიეროდ, არ გვაქვს პასუხები კითხვებზე – რა მოხდება, თუ მგზავრი აღმოჩნდა ინფიცირებული, როგორ უმკურნალებთ ან მგზავრს, ან საბაჟოს თანამშრომელს, ან ექიმს და სად?
ამირან გამყრელიძე:
“მე როგორც ვიცი, ეგ ტყუილია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგი პირველი და მეორე რიგის დაცვითი საშუალებების, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.
მისივე განმარტებით, ყველა ექიმს, რომელიც დღეს მგზავრებს ესაუბრება, აღჭურვილია შესაბამისი ფორმით.
„ყველა ის ექიმი, რომელიც დღეს ესაუბრება მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა, მაგრამ თუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები, მაშინ კიდევ უფრო მაღალი დაცვის საშუალებები არსებობს, რომლის მარაგი ქვეყანას აქვს“
კომენტარები