ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ლაშა ნაცვლიშვილი:
როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში ვირზე ამხედრებული შედიოდა, გზად ხალხი პალმის რტოებს უყრიდა და „ოსანას“ შესძახოდა. ვირი კი დარწმუნებული იყო, რომ მას ესალმებოდნენ…
სწორედ ამ ვირს ჰგავს მარგველაშვილი, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ სახალხო მხარდაჭერას არა გუნდის, არა ივანიშვილის, არამედ საკუთარ წარმატებად თვლის…
ანუ რა თქვა ახლა ამან, ჩვენო ყველანი ბიძინა ივანიშვილის ვირები ვართო ხოო?
ამ ბოლო დროს ამათმა საკუთარ თავზე უზუსტესი განმარტებების გაკეთება დაიწყეს. აბა ბიძინა და სახელისუფლებო რესურსი რომ არა დღევანდელი ქართული ოცნებიდან(ძველს 2012 წლისას არ ვგულისხმობ) .. რამდენს შეუძლია არჩევნებში გადალახოს 5% ბარიერი?
პასუხი – არც ერთს. ხო და რას ერჩით ამ კაცს, სწორი თქვა, ყველანი ბიძინას ვირები არიან“.
კომენტარები