ვუყურე იმ გადაცემას, ორი დღეა რო მწერთ, ხო იმას, სუსი რო იმედს უხდის მადლობას და იმედი რო პასუხობს, არა შენ უფრო დიდი მადლობაო!
მიყვეთ თავიდან:
ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 2015 წელს ჩატაევი ემუქრება ხელისუფლებას, ოღონდ მუქარის დროს, იმაზეც ფიქრობს, როგორ აწყობს ქართულ მხარეს მისი გაშვება:) “თქვენ პოლიტიკურით მისი გაშვება არ გაწყობთ და თურქეთით გამოუშვითო”. რატომ ჰგონია ჩატაევს რომ ასე საუბარი შეუძლია ხელისუფლებასთან?
იმიტომ ხომ არა, რომ 2013 წელს, ლაფანყურის ოპერაციის დროს აყვანილ ჩატაევს ბოდიში მოუხადეს, გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი დაუბრუნეს და გაუშვეს?
ჩამოდის ჩატაევი, კარგი, არ იციან, რომ ჩამოვიდა, პროტეზი ეკეთა და ვერ იცვნეს, ჩამოდის თბილისში 30 ოქტომბერს და 21 ნოემბერს სპეც. ოპერაციაზე ისე გადის რაზმი – არ იციან რომ ჩატაევია იმ ბინაში!
22 დღის მერეც არ იციან – რა სუსი, რის დაზვერვა!
21 ნოემბერს იგებენ, რომ შეიარაღებული ადამიანები არიან ბერი სალოსის ქუჩაზე, ვარაუდობენ ტერორისტებს, მაგრამ არ იციან, ვის და დაზვერვის გარეშე, მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიდიან მისამართზე!
კარის აფეთქებისას, არ იქნა გათვლილი კარზე მოდგმული ავეჯი, შესაბამისად, კარი მხოლოდ 10-15 სანტიმეტრზე გაიღო, ისინი გვხედავდნენ, ჩვენ ვერა, გვესროდნენ და უკან დავიხიეთო!
ოღონდ უკან ისე შორს დაიხიეს, რომ სამმა კაცმა, მათ შორის ერთმა ინვალიდმა, მოაშორა კარს ავეჯი, გაიარა დერეფანი და შევიდა მეორე ბინაში!
სწორედ იმ მეორე ბინიდან ესროლეს სპეცრაზმელს, რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა ბინა შეიცვალეს და გადავიდნენ მეორე მხარეს!
ზუსტად ამ გადაცემით რომ იჩივლოს იმ სპეცრაზმელის ოჯახმა – სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმეს მოიგებს!
სპეცოპერაცია რომ დაუგეგმავად აწარმოებს და მოსახლეობა და სპეცრაზმელები საფრთხის ქვეშ ჩააგდეს – აღიარეს!
რაც შეეხება ტერაქტს და რას გადავრჩით!
როცა ჩატაევი ადრე აიყვანეს ტერაქტის დაგეგმვისთვის – ყოველ ჯერზე ტელეფონში ან კომპიუტერში უპოვეს ასაფეთქებელი შენობის და ბომბის სქემა!
ამჯერად?
რატომ არ ჰქონდა ჩატაევს იმ შენობის სქემა, რომელსაც აფეთქებდა? ხომ ხელუხლებელი იყო მისი ოთახი, როგორც გვითხრეს?
და ბომბა?
სად ინახავდა ბომბის მასალას, რომლითაც უზარმაზარი შენობა და ასეულობით ადამიანი უნდა მოეკლა?
მანდ ცოტა მოტივის ამბავშიც არეულები ხართ, მაგრამ ახლა გამოვტოვებ!
გადავიდეთ მაჩალიკაშვილის ნაწილზე!
ერთადერთი ირიბი სამხილი არსებობს ეს არის მესიჯები გოგოსთან, სადაც საუბრობს ტერორისტულ აქტზე, მამა ამბობს რომ ფილმს განიხილავდა და მერე იხუმრა – სად არის გოგოს ჩვენება? რას ამბობს გოგო, არ საუბრობდა ფილმზეო?
ტელეფონები თემირლანმა აყიდვინა ჩატაევის დაჯგუფების წევრებსო, ვნახეთ საგარანტიო ფურცლებიო! კი, ეგაც მოყოლილი აქვს მალხაზს როგორ იყო და როგორ აყიდვინა!
ნომერი – ჩატაევმა დარეკა ნომერზე, რომელიც გაფორმებული იყო მაჩალიკაშვილის სახელზეო – და ახლაც, ორი წლის მერეც ვერ ადასტურებს გამოძიება, რომ ნომერს რეალურად ფლობდა მაჩალიკაშვილი. რა პრობლემა იყო მაგის გარკვევა, მის კურსელებს დავკითხავდი, რა იყო ისინიც ტერორისტები არიან?
ჩატაევის ლიკვიდაციიდან 35 დღის მერე მიდიან მაჩალიკაშვილის ასაყვანად!
ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებას ყველაზე ნაკლები ბიუროკრატიული სისულელეების გავლა უწევს, რადგან სწრაფად უნდა იმოქმედონ, ჯგუფის გადარჩენილმა წევრებმა შური რომ არ იძიონ – იმავე დღეს იპოვნეს საბუთები, სადაც ეწერა რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელით იყიდეს ტელეფონი, 35 დღე რატომ იცდი?
მიდიან ღამე და სახლის იმ ოთახში შედიან, სადაც შუქი ანთია! არ ვიცოდით ვისი ოთახი იყოო!
დავუშვათ გოგოს ოთახია, იკივლა და ამ დროს ტერორისტი გაგექცა!
35 დღის მერე მიდიხარ და ისიც არ იცი, ვის რომელ ოთახში ძინავს?
ღამე იმიტომ მიდიხარ, რომ მარტივად აიყვანო დაძინებული, დაელოდე მაშინ, როდის ჩააქრობს შუქს!
შედიან სპეცრაზმელები და ყვირიან ხელები –
თემირლანმა გააკეთა მკვეთრი მოძრაობა, აიღო ხელყუმბარა, დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას და სცადა ხელყუმბარის აფეთქებაო!
შევანელოთ კადრი აქ – მკვეთრად ტრიალდება იღებს ხელყუმბარას, მერე წვება ისევ, თავს დებს ბალიშზე და ცდილობს ხელყუმბარის გახსნას!
მსგავსი დაუჯერენელი ისტორია არასოდეს მომისმენია!
ხელყუმბარაზე სისხლია, მაგრამ არ არის ხელის ანაბეჭდი!
იძახებენ სასწრაფოს, რომელსაც კი არ გადაჰყავს, იქვე ურეგულირებს პულსსო! გადასხმავ დავუგდითო!
კაი, კაცო!
როგორ არ უშველა გადასხმამ თავში ჩაჭედებულ ტყვიას!
არ ამბობენ, რამდენი ხნის მერე გადაჰყავთ, მაგრამ აქ კიდევ ერთი უცნაური დეტალი, სასწრაფოთი მიყავთ და გზად სასწრაფოს მეორე მანქანა შეხვდათ, იმ მანქანას გაატანეს თემურლანი და თავად უკან დაბრუნდნენო!
რატომ გადაიყვანეს სასწრაფოს მანქანიდან სასწრაფოს მანქანაში?
თუ სასწრაფოს მანქანით გადაგვყავდაო, არც ამბობთ, პრინციპში! რა მანქანით გადაგყავდათ?
რამდენი ხნის მერე გადაგყავდათ?
ა, არც მაგას ამბობთ!
რაც შეეხება ავსტრიას! ავსტრიას რა ინფორმაციაც მიაწოდეს, იმ ინფორმაციით თქვა უარი!
ისე, ავსტრიამ არაერთხელ გადაარჩინა ჩატაევი, რამდენჯერაც ჩატაევი დაიჭირეს, იმდენჯერ იბრძოლა რომ ჩატაევი რუსეთს კი არა, საქართველოს გადაცემოდა, საქართველო კი მერე გარეთ უშვებდა!
ხელყუმბარა – მაჩალიკაშვილს არასოდეს უთქვამს რომ ის ხელყუმბარა არ უნახავს, ამბობდა რომ ხელყუმბარა აჩვენეს მისი შვილის ოთახში, მაგრამ ამბობდა იმასაც, რომ ეს ხელყუმბარა სპეცრაზმმა დადო!
მაშინ ჯერ კიდევ ეუბნებოდნენ რომ მისი შვილი მხოლოდ და მხოლოდ დაჭრილია!
გადმორიცხული ფული!
ესეც ახსნილი აქვს მალხაზს, ვისი ფულია და შვილი მიგზანიდაო!
დაიდო მარგოშვილის ხმოვანი შეტყობინება, სადაც ვიღაცას სთხოვს ანგარიშის ნომერს!
არსად, არც ერთ ეტაპზე, არც გამოძიება, არც ტელევიზია არ ასაჯაროებს თემირლანის პასუხებს და ხმას, შესული მესიჯი თუა, თემირლანის პასუხი სადაა? რაო, რა უპასუხა?
არასოდეს უპასუხნია?
არასოდეს არც ერთი წინადადებით?
უცნაურია!
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, რატომ არ ჩივის თურმე მაჩალიკაშვილო სტრასბურგში, რომ ტერორისტი არ იყო მისი შვილი?
ვერც იჩივლებს!
ქართული სახელმწიფო არც მალხაზ არც თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმს არ ედავება, გარდაცვალებისთანავე შევწყვიტეთ საქმეო და როგორ გაასაჩივროს არარსებული ბრალი?
ეჰ!
სინდისიც კაი რამეა!
უჭკუობაც!
დავუბრუნდეთ ჩატაევს!
სამ კაცს ებრძვის სახელმწიფო ორი დღე ლამის, ყველა ტელევიზია აშუქებს და ამ ტერორისტის ბანდა, რომელიც მერე აიყვანეს, სისხლიანი ბანდა, თავის ამფეთქებელი ბანდა, შორიდან უყურებს მისი უფროსიდ ლიკვიდაციას და არ ეხმარება!
რა არის არც ეგ უცნაური?
კაი, რად გადავრჩით?
მართლა რას გადავრჩით!
ჩატაევს რომ ტერაქტის მოწყობა სდომნოდა – 22 დღე იყო თბილისში, მანამდე “ჯგუფი” ჰყოლია გამოგზავნილი, 22 დღეში რამდენ აფეთქებას მოაწყობდა? რა სუსი და რის დაზვერვა!
ქართული მხარე როგორ დაჟინებით იმეორებს არ ვიცოდით თუ ჩატაევი იყო იმ ბინაშიო, თითქოს ვიღაცის გასაგონად იმეორებს!
ჩატაევი თუ არ იცოდით რომ იყო, ოპერატიული შეტყობინება შემოვიდა 21 ში და იმავე დღესვე, დაზვერვის გარეშე, წინასწარი საგამოძიებო მოქმედებების და გეგმის გარეშე სპეცრაზმი გაუშვით?
ხოო, ალბათ!
მოკლედ, ეს იყო იმედის კიდევ ერთი სირცხვილი!
ახვიეთ და უყურეთ!
ორი წლის მერე არ აქვთ თემირლანის ხმა არსად!
ორი წლის მერე ახლაც არ იციან, იმ ნომრის, სადავ ჩატაევმა დარეკა, რეალური მფლობელი ვინ იყო!
ხელყუმბარაზე არა აქვს თითის ანაბეჭდი!
ვერ ხსნიან, მკვეთრი მოძრაობა რომ გააკეთა თემირლანმა მაშინ რატომ არ ესროლა სპეცრაზმელმა ხელში!
ახლაც ვერ ხსნიან, რატომ დაწვა თემირლანი ისევ თუ ყუმბარა აიღო!
გარდა სპეცრაზმელის სიტყვისა, არავინ ჰყავთ ვინ იტყვის, რა მოხდა ოთახში და აწი 124 კი არა 250 მეზობელი დაკითხონ თუ უნდათ!
სამაგიეროდ, ორი წლის მერე აღიარეს, რომ სპეცოპერაცია დაუგეგმავი იყო და გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს ახლა შეუძლია სახელმწიფოს უჩივლოს!
და ხო, ის ჟურნალისტი ძაან საყვარელი იყო – დნმ-ს რო ვერ ამბობდა, ყუმბარის აფეთქების მერე თუ დარჩა სისხლის კვალიო რომ იკითხა და… ირაკლი ჩიმაკაძეს უწყების სპიკერი რო უწოდა:)
ისევე როგორც ძაან საყვარელი იყო ის გადაჭრილი კადრები, სადაც ჩატაევი თბილისშია გადაღებული წელს ზემოთ, ზუსტად იგივე კადრები მაქვს ნანახი და “ალიას” გვერდზეც დევს, სადაც ჩატაევი კოჭლობს და ხელჯოხითაა – პროთეზის გარეშე.
მადლობა ვის?
სუსს და იმედს!
ალია, თამო კეშელავა
კომენტარები