ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გოგა ხაინდრავამ, წულუკიანის კომისიას, საკუთარ ეჭვებსა და ვარაუდებზე ესაუბრა და თქვა, რომ ე.წ. ღამის მთავრობის შეხვედრებზე არ დადიოდა, თუმცა, იცის, რა ხდებოდა იქ.
გოგა ხაინდარავა:
“მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრად დავინიშნე, ზურაბ ჟვანიასთან ერთად, ორჯერ მომიწია კრწანისში სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც გადასული იყო მიხეილ სააკაშვილი. ავედით და იქ დამხვდა ე.წ. ღამის მთავრობა – სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქროაშვილი, ბოკერია, ერთხელ ბარამიძეც იყო, ზურაბ ჟვანია და მე. დავსხედით და პრინციპში, სამთავრობო სხდომა ჩატარდა, პირველზე არაფერი არ ვუთხარი და მეორედ რომ მივედით, ვუთხარი, ზურა, მე აქ აღარ მოვალ იმიტომ, რომ მე დამნიშნეს დღის მინისტრად და არა ღამის მინისტრად, ამიტომ იქ, ამ წრეში, ღამის მთავრობაში რა გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩემთვის საინტერესო არ არის.
ზურაბ ჟვანიასა და სააკაშვილის კადრებს შორის თავიდანვე იგრძნობოდა [დაძაბულობა] და მე საკუთარ თავზე ვგრძნობდი, პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არც მერაბიშვილთან, არც ადეიშვილთან და არც ოქროაშვილთან არ მქონდა. ხშირად არც ვესალმებოდით ერთმანეთს მთავრობის სხდომაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო მშვიდობით მივდივართ, მიდიოდა ამ ღამის მთავრობის მცდელობა სამშვიდობო პროცესის ჩაშლის”
წულუკიანის კომისიაზე ხაინრავას ნათქვამის ტექსტურ ვერსიას რუსთავი2 ავრცელებს.
კომენტარები