ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა:
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტკური ცირკი, რომელიც მიმართულია იქითკენ რომ იფართხალონ. არჩევნებამდე ხუთი თვეა დარჩენილი და ამომრჩეველს რაღაც უნდა ანახონ
საარჩევნო კოდექსის ირგვლივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას მე ვიყავი გაოცებული, როგორ შეხმატკბილებულად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან ქალბატონი ნინო (ბურჯანაძე) და ბატონი ბოკერია.
როდესაც ეს შევნიშნე ძალიან განაწყენდა ქალბატონი ნინო და თქვა – ეს მისი საქმეა, ვისთან დაჯდება და ვისთან არა. ცხადია, მისი საქმეა“
კომენტარები