აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს, რომ მისი ელჩობის პერიოდში სასამართლოები რეალურად არ იყვნენ დამოუკიდებელნი.
მან გადაცემა Пограничная ZONA-ში თქვა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა განსაკუთრებით უცხოური ინვესტიციების მიმართ ხორციელდებოდა.
“მე აღარ ვარ ელჩი საქართველოში, ამიტომ ფრთხილი უნდა ვიყო, მინდა ვისაუბრო საქართველოში ყოფნის ჩემი გამოცდილებით. ჩემი ელჩობის წლებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ვაშინგტონისთვის შემაშფოთების საგანი უნდა ყოფილიყო, სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა იყო.
საქართველოში სასამართლოები არ იყო რეალურად დამოუკიდებელი. აქ იყო ჩარევები მართლმსაჯულების სისტემაში, განსაკუთრებით უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში. ყველასთვის ნათელი იყო, რომ არსებობდა კერძო ინტერესები უცხოურ ინვესტიციასთან მიმართებით. სასამართლოები, როგორც წესი, უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ინვესტორების მიმართ ძალიან ცუდი გზავნილი იყო, რომ მათ არ შეეძლოთ მათი ინვესტიციების სამართლებრივი დაზღვევა”, – განაცხადა იან კელიმ.
კომენტარები