საქართველოს მოქალაქე ნინი დავლიანიძე ჩინეთში კორონავირუსის ეპიცენტრში მდებარე ქალაქ უხანში იმყოფება. ტელეკომპანია რუსთავი2-თან საუბრისას, ქართველი გოგო ამბობს, რომ საელჩოს მიერ შემოთავაზებულ ევაკუაციას არ დათანხმდება, ვინაიდან ადგილზე თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.
გარდა ამისა, ის გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იგი მოხვდება კარანტინში, თუმცა, არ იცის, რომ ჯერ ჩვენ არ გვაქვს სივრცე მოწყობილი კარანტინისთვის და ამაზე არც არავინ საუბრობს, სწორედ ამიტომ აპირებს, სავარუდოდ, ქართული მხარე, ქართველების სხვა ქვეყანაში გადაყვანას – როგორც გოგონა ჰყვება, ქართველების ევაკუირება საქართველოში არ იგეგმება!
თუმცა, სად იგეგმება, ჯერ კიდევ უცნობია, როგორც უკვე გითხარით, ჯანდაცვის სამინისტრო ზარს ჩვენს ზარს არ პასუხობს და კომენტარს არ აკეთებს!
კომენტარები