შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია:
.
,,ლექსოს სიკვდილმა დიდი ტკივილი მომაყენა. მას პატარაობიდან ვიცნობდი. მამამისმა, მერაბ ლაშქარავამ მოსკოვში, თვალის ექიმთან ჩამოიყვანა. რამდენიმე დღე ჩემს ბინაში სტუმრობდნენ.
ლექსო ხალისიანი, კომუნიკაბელური ბავშვი იყო. მახსოვს, საქართველოში გამგზავრების წინ, მისი საოცრად თბილი დამშვიდობება.
.
გუშინ დავემშვიდობე სამუდამოდ…
დედის ტირილი ახლაც ჩამესმის ყურში.
მტკივა, რომ ჩვენს ქვეყანაში მიცვალებულს სიკვდილს არ კმარობენ. აქ სიკვდილის შემდეგაც კლავენ ადამიანებს…
.
რა შუაშია აქ პარტიულობა?
რას ნიშნავს მსგავსი მიდგომა, როცა განსხვავებული აზრის მატარებელ ადამიანებს მოიხსენიებენ კნინობით ფორმაში და მაშინვე აწებებენ პარტიულ იარლიყებს?
…
ნუთუ ასე ძნელია, გაიგოს ყველამ, რომ
ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება.
.
ნუ შევეჩვევით სხვის მიმართ ჩადენილ უსამართლობას! ნუ შევეჩვევით ახალგაზრდების სიკვდილს!
ღმერთო, მოგვეც უნარი, არასოდეს დაგვეკარგოს სამართლიანობის განცდა და მოვლენათა ობიექტური განსჯის ნიჭი.
რადგან სადაც სიმართლეა იქაა უფალი, იქაა ძალა და სიყვარული.
და არ არსებობს შიში, რომელიც დაგვადუმებს ამ დროს.
.
ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე, ძალადობის წინააღმდეგ თუ არ დგას სახელმწიფო, როგორც ორგანიზაცია, მაშინ ის სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს.
რაც მწყინს:(
.
რა გახდა ასეთი, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს ამდენი სოციალურად დაუცველი, ამდენი მშიერი, ამდენი აგრესიული სუბიექტი, ამდენი ჭირი და ვარამი…
რით არ დაილია…
რით ვერ წავიწიეთ წინ. გავიხედოთ, გამოვიხედოთ ირგვლივ. სადმე არის მსგავსი რეგრესი?
.
კიდევ ერთი გარემოებათა მსხვერპლი. სად ვართ ამ დროს ჩვენ- საზოგადოება?!
.
ნათელში იყავი, ლექსო…
შვიდად განისვენე, შენ ისეთი გულშემატკივრები დაგვტოვე…
და ვაი იმათ, ვისაც ჰგონია რომ არსებობს რამე თანამდებობა, რომელიც ამქვეყნად მარადიულია.
.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს”
კომენტარები