“საქართველოს ბანკზე” თავდასხმისთვის დაკავებული ნიკოლოზ წურწუმია ბოდიშს იხდის. ის ცოტა ხნის წინ მოინახულა ადვოკატმა, რომელმაც სწორედ წურწუმიას სახელით გააკეთა განცხადება და მძევლებს მოუბოდიშა.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, წურწუმიას განზრახვა არ ყოფილა მძევლების აყვანა, არც დაყაჩაღება და მან ამ ფორმით ერთგვარი პროტესტი გამოხატა. მისივე თქმით, წურწუმიას ერთი თხოვნა აქვს, მის მეუღლეს, რომელიც ფეხმძიმედაა და გულის პრობლემები აქვს, მიხედონ!
ადვოკატის ინფორმაციით, წურწუმია ბანკისგან სესხს ითხოვდა, რომელიც ბინის ქირის გადასახდელად ესაჭიროებოდა.
ადვოკატის თქმით, წურწუმია ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს და გამოიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.
წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
შეგახსენებთ, გუშინ,. 16 აპრილს, ნიკოლოზ წურწუმია პნევმატური, სასიგნალო იარაღით შეიარაღებული შევიდა ბანკში. იარაღი მან ნისიად გამოიტანა ახლომდებარე მაღაზიიდან.
კომენტარები