აქცია ლაგოდეხში – მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.
ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ხალხს სურს, რომ წყლის გადასახადი არა მრიცხველების ჩვენების, არამედ ოჯახის სულადობის მიხედვით დაერიცხოთ:
“ხელისუფლებამ წყლის პრობლემების მოსაგვარებლად 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, თუმცა არაფერი მოგვარებულა.”
საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი იყო მისული.
კომენტარები