ქეთი დოლიძის პრეტენზიებს, იმის შესახებ, რომ ქალაქში სოფლიდან ჩამოდიან ადამიანები და შეუძლებელია, ყველა თბილისმა არჩინოს გიორგი სუხიტაშვილი ლაივით გამოეხმაურა და თქვა:
„არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანები რატომ წამოვიდნენ სოფლიდან, არავის საქმე არ არის, ადამიანები რატომ იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, ეს მათი შეცდომაა, თუ არასწორი გათვლა, მიზანმიმართული, ისინი წყვეტენ თავიანთი ცხოვრების ბედს. ხშირად ლანძღავენ ადამიანებს, რატომ წავიდა მთიდან ბარშიო. ასე უნდა ცხოვრება. ისეთი ადამიანები აქილიკებენ, ვისაც იმ კონკრეტულ სოფელში ფეხი არ აუდგამს. სხვისი გადაწყვეტილებების გარჩევა ძალიან მარტივია ხოლმე. რას ითხოვენ მათგან, ვინც სოფლიდან წამოვიდა? რატომ არ ამუშავებენ მიწას, ზარმაცები არიანო. ვინც ამას ამბობს, საერთოდ არ იციან, რა სირთულეები აქვს სოფელს. მეც მეუბნებიან ხოლმე, წადი, ვენახი გააშენეო. ვინმემ დათვალა, ვენახამდე რომ მიხვიდე, მიწის დამუშავება რომ დაიწყება, ბოძები რომ ჩასვათ, რაზეც მავთულები უნდა გააბათ, რა ხარჯებს უკავშირდება? არ დაგითვლიათ, არ იცით, ზოგადად…“
კომენტარები