ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღებული შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს.
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ, რეკომენდაციები კი კანონის პატივისცემისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს პარლამენტთან მუშაობას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
ასევე, ვაგრძელებთ რეკომენდაციების გაცემას საარჩევნო კანონის რეფორმირებისთვის, რომ ეუთო-ს მოთხოვნები აისახოს კანონმდებლობაში და პასუხი გაეცეს წინა არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს, ხელი შეეწყოს უფრო სანდო და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში”
კომენტარები