რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს და წერს:
„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფი დარეგულირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესები უპირობოდ იქნება გათვალისწინებული, რაც ასევე უნდა მოიცავდეს ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას, უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის საკითხის გადაწყვეტას და მისი ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე ღიაა უკრაინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს”
კომენტარები