ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე:
– „რას მოგვცემს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, არაფერსო, იძახიან. იცი, რომ ევროკავშირის კანდიდატი ყველა ქვეყანა წელიწადში 2 მილიარდ ევროს იღებს საერთო ფონდიდან? ეს საჩუქრია. ამ დროს საქართველოს ბიუჯეტი, დღეს ევროსთან ლარის კურსით, 5.6 მილიადრი ევროა, 3.6 მილირდით მეტია, სულ ეს რის. ეს 2 მილიარდი ყოველწლიური საჩუქარი გვაწყენს, თუ მერე რუსეთი მოგვცემს? მერე, ევროკავშირი მოგვცემდა გრანტებს სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, მართლმსაჯულების რეფორების გასატარებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხზე დასაყენებლად…
… ახლა მთავარი პრობლემა გაქვს პოლარიზაცია, ეს ხელის გულზე დევს. არ აწყობთ ასეთი პოლარიზებული და რამდენიმე ნაწილად გახლეჩილი ქვეყანა. საქართველო უნდა შეიკრას პოლიტიკურად, სხვა გზა არ არის. თუმცა, კიდევ გვითხრეს სათქმელი. სასამართლო, პროკურატურა არ გვაქვს იმ დონეზე, რომელსაც ევროპა ითხოვს. კიდევ ჩვენი მედიის თავისუფლების ხარისხი არ მოსწონთ, მასზე ხელისუფლების ზეწოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთაში გვაქვს პრობლემები. ბოლო წლებში უკვე აღარ მახვილდება ყურადღება ერთსქესიანთა ქორწინებასა და ლგბტ თემის უფლებების განსაკუთრებულ დაცვაზე… ეს თემა უკვე ევროპაშიც მიჩუმათებულია. თვითონ ევროპის საზოგადოებამ არ მიიღო ეს გეი-პროპაგანდა და მასთან მიბმული ათასი რაღაცა. ამერიკიდან დაიწყო ეს ამბები, მერე ევვროპას გადმოსწვდა და რამდენიმე ტალღა იყო თავიდან. მერე გაჩუმდნენ. ევროპის საზოგადოებამ არ მიიღო ეს ლიბერალური ძალადობა. საფრანგეთში მილიონი კაცი გამოვიდა ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ, იტალიაში ბევრი არ აკლდა მილიონს და ქვეყანა არ დარჩა ევროპაში, სადაც დიდი აქციები არ ჩატარდა. განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან წინააღმდეგნი და ანგარიში თუ არ გაუწიეს მათ მოთხოვნებს დასავლეთ ევროპის ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებმა, მაშინ დაიშლება ევროკავშირი. მარტო იმას „აწვებიან“, რომ უნდა ჩაატარონ გეი-აღლუმები და მათ წინააღმდეგ ძალა არ უნდა გამოიყენო. 6-7 წლის კატეგორიული მოთხოვნები რომ იყო ამ ლგბტ-ს უფლებების მართლა გადამეტებულ დაცვაზე, მართლა იმას რომ ატენიდნენ ხალხს, რაც არ უნდოდა, ახლა ასე არ არის და ეს ძალიან კარგია.“
კომენტარები