პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.
“გამოვხატავთ მზადყოფნას კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნება მოახერხოს. ქართული ოცნება ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს”. – თქვა თალაკვაძემ.
კითხვაზე, რას ნიშნავს 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს – “თუ მმართველი პარტია ვერ მიიღებს 40%-ს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებთან დაკავშირებით”.
თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია, განიხილავს ვადამდელი არჩევნების საკითხს და არ დანიშნავს, თუ განიხილავს და დანიშნავს – შესაბამისად, გაურკვეველია, რა იგულისხმა. განხილვით, ვადამდელ არჩევნებს ყველა შეხვედრაზე განიხილავდნენ, მაგრამ შეთანხმებამდე არ მისულან.
პარალამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.
კომენტარები