„ალიას“ ესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, იმუნოლოგი, პროფესორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი – თენგიზ ცერცვაძე.
– დაახლოებით, რამდენ ხანში ხდება გამოჯანმრთელება და ვირუსის გადადების პირველივე საათებში და პირველივე დღეს ჩანს ანალიზში პასუხი, თუ არა?
– დაინფიცირების პირველივე საათებში კატეგორიულად არ ჩანს ანალიზში პასუხი, სანამ ინკუბაციური პერიოდია – არ დაფიქსირდება დადებითი პასუხი და ესეც ერთ-ერთი სირთულეა. ამიტომ არიან კარანტინში ადამიანები. დადებითი პასუხი ფიქსირდება მხოლოდ მაშინ, როცა მინიმალური სიმპტომი იწყებს გამოვლენას, თუნდაც ხველების სახით, ან იყო შემთხვევა, რომ დაფიქსირებულა ერთი დღით ადრე, უფრო ადრე, არ ფიქსირდება.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ეს უკვე დადგენილია, მსუბუქ შემთხვევაში გამოჯანმრთელება ხდება 2 კვირის შემდეგ, მძიმე შემთხვევებში სამი-ექვსი კვირის შემდეგ, მანამდე – არა.
გამოჯანმრთელება ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ჰქონდეს კლინიკური ნიშნები, არც ხველა, არც ტემპერატურის მატება, არც ფილტვების ანთება და კლინიკური სიმპტომების არქონის შემდეგ, სამი დღის მანძილზე, ორჯერ გაკეთებული ანალიზი თუ არის უარყოფითი, მხოლოდ ამას ჰქვია გამოჯანმრთელებული. ჩინეთში ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც ჩინელმა ექიმებმა გვითხრეს, გაწერეს ცოტა ნაადრევად პაციენტი, არ დაელოდნენ ორი ლაბორატორიული ანალიზის პასუხს და როგორც კი კარგად გახდა – გაწერეს. ისინი 2-3 კვირა სახლში იყვნენ და რეციდივი მოხდა, ისევ შეაბრუნათ. ისევ დადებითი გამოჩნდა ვირუსზე პასუხი და დააბრუნეს საავადმყოფოში. თუ არ არის სრულად გამოჯანმრთელებული პაციენტი, შეიძლება მოხდეს რეციდივი.
კომენტარები