ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამ წუთებში კორონავირუსისთემაზე განცხადებას აკეთებს. კითხვაზე – ვინ იღებს პასუხისმგებლობას, მინისტრი პასუხობს, რომ ეს ყველას პასუხისმგებლობაა.
„რას ნიშნავს პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ეს ყველას პასუხისმგებლობაა და პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის.
ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია ამ შემთხვევაში არის შემდეგი, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოსცეს რეკომენდაციები და გვაჩვენოს ის მოსალოდნელი პროგნოზი, რომელიც ნებისმიერი ინფექციის გავრცელებას შეიძლება ქონდეს“,- აცხადებს მინისტრი.
კომენტარები