საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულე მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას და განცხადებას (CNN-თან გაკეთებულს) პასუხობს და ამბობს:
“მე დავბრუნდები კიევში, მაგრამ იქ წავალ, რომ რამე სასარგებლო ჩავიტანო… ცხადია, რომ მხარდაჭერის გამოსახატად მე იქ ჩასვლა არ მჭირდება. თუ წავალ კიევში ეს იქნება იმისთვის, რომ მოვახდინო ცვლილება.
მას შემდეგ რაც შევიტყეთ ხოცვა-ჟლეტაზე ბუჩასა და სხვა ქალაქებში, ომმა სხვა მიმართულება მიიღო, ამიტომ, ამის შემდეგ პირდაპირ არ მისაუბრია, თუმცა ამას მომავალში არ გამოვრიცხავ”
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში მიიწვია და თქვა: “მინდა მან გაიგოს, რომ ეს არ არის ომი და სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი”.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდნეტმა ბაიდენის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა გენოციდი უწოდა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშალებებს და თქვა, რომ ასეთი სიტყვებთან სიფრთხილე უნდა იქნეს გამოჩენილი.
კომენტარები