უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადება შეაფასა, რომელმაც უარი თქვა Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტტერმინალების ფუნქციონირების დაფინანსებაზე და თქვა:
“მოდი, გულწრფელად ვიტყვი, მოსწონს ეს თუ არა ვინმეს, მაგრამ ილონ მასკი დაგვეხმარა ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტებს გავმკლავებოდით. ბიზნესს აქვს საკუთარი სტრატეგიების უფლება. უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-მა მუშაობა განაგრძოს. ველოდებით, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს”, – თქვა პოდოლიაკმა.
SpaceX აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ შეძლებს და პენტაგონს დაფინანსების თხოვნით მიმართავს.
უკრაინას საჩუქრად Starlink-ის დაახლოებით 20 000 თანამგზავრი, გადაეცა. გასულ კვირას მასკმა დაწერა, რომ ეს SpaceX-ს $80 მილიონი დაუჯდა და თანხა წლის ბოლომდე $100 მილიონს გადააჭარბებს.
კომენტარები