უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
„ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას სურს, უკრაინელების ხარჯზე დაიბრუნოს საკუთარი მიწები, მეორე მხრივ კი, სააკაშვილის სახით, უკრაინის მოქალაქეებს იგდებენ აბუჩად, რაც დაუშვებელია“.
Bloomberg-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელსაც უკრაინა და რუსეთი გააფორმებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაც უნდა იყოს გათვალისწინებული.
კომენტარები