სახელმწიფო დეპარტამენტი უპრეცენდენტო გადაწყვეტილების მიღებისა და 4 მოსამართლის დასანქცირების შემდეგ პირველ განმარტებას აკეთებს. ბლინკენის უწყებამ ოლიგარქიული რეჟიმის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები მოსამართლეთა კორუფციულ გარიგებებში ჩართულობის შესახებ:
“ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ეს მოსამართლეები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში როგორც წარსულში, ასევე ამჟამინდელ როლებში” – ასე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ დემნა დევდარიანის შეკითხვას.
სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განმარტეს, რომ სანქცირებულმა მოსამართლეებმა, ძირი გამოუთხარეს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და დააზარალეს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
კომენტარები