აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
რატომ მსჯელობთ ამ ამერიკის არჩევნებზე, ჩვენი პრობლემები გვაქვს მისახედი, ჩაიქირქილებს გაბეზრებული ქართველი ირონიულად.ცხადია, ამ დროს მას არ ახსოვს, რომ საქართველოში, მისთვის სასურველ ყველა ცხოვრებისეულ სიამოვნებას, იქნება ეს საცხოვრებლის, მანქანის შეძენა, თუ საზღვარგარეთ მოგზაურობა, ფასი დოლარებში და ევროებში ადევს.ჰოდა, ამიტომაც …მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ და რას ფიქრობს რიგითი ამერიკელი ჯო არჩევნებზე წასვლის წინ. რიგით ჯოს ორი მთავარი მიზანი აქვს ცხოვრებაში, უნდა საკუთარი სახლი და უნდა რაც შეიძლება მოროხვილი, დიდი პიკაპი, რომლითაც ივლის სანადირო-სათევზაოდ ძმაკაცებთან ერთად და რომელიც ნთქავს კოლოსალური რაოდენობის ბენზინს.—2021 წლის იანვარში, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში შევიდა, გალონი ბენზინის ფასი იყო საშუალოდ – 2.42 დოლარი.2022 წლის ივნისისათვის ეს ფასი გაიზარდა – 5.03 დოლარამდე. 2023 წლის დეკემბრისათვის ეს რიცხვი შედარებით დასტაბილურდა და გახდა საშუალოდ – 3.26 დოლარი და ამჟამადაც რჩება დაახლოებით ასეთივე ფარგლებში.—რიგითი ჯო სახლის საყიდლად იღებს სტანდარტულ 30-წლიან პროცენტიან სესხს და პრაქტიკულად მთელი ცხოვრება იხდის.სახლის საყიდელი სესხის პროცენტი პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დასაწყისში იყო – 4.9%, ხოლო დასასრულს, როდესაც ხელისუფლება პრეზიდენტ ბაიდენს გადააბარა – 2.7-2.8 %.პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პერიოდში ეს რიცხვი ავიდა – 7.8-8%-მდე, მერე ცოტა დასტაბილურდა და ამჟამად არის დაახლოებით – 6.7%.
—
ამასთან, რიგითი ჯოს სახელფასო განაკვეთი ტრამპისა და ბაიდენის მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად ანალოგიური იყო და არის.
—იმედია, ამ ასპექტის გაანალიზებით, რიგითი ქართველი გიორგი მიხვდება თუ რას ფიქრობდა რიგითი ამერიკელი ჯო საარჩევნო პუნქტში მისვლის წინ და გაუგებს.რიგით ჯოს სრულებით არ აინტერესებს რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი რაზე იყბედებს და რომელი უფრო ლამაზწარწერიან მაისურებს დაარიგებს. რიგით ჯოს ოჯახი ჰყავს სარჩენი და თავისი პატარა ცხოვრებისეული სიამოვნებები მოსასწრები.რაც შეეხება მაღალ იდეალებზე ჭმუნვას, ეს უნივერსიტეტების კამპუსების მდელოებზე წამოგორებული სტუდენტებისა და ყავის ჭიქითა და კრუასანით ბიბლიოთეკაში მიმავალი პროფესურის პრეროგატივაა.ერთია მხოლოდ, როდესაც ევროპას, აზიას, ლათინურ ამერიკას დიქტატორებისაგან გადარჩენა სჭირდება და ამერიკული ხიშტების დახმარებას ითხოვს, იმ ხიშტს ხელში რიგითი ჯო იღებს მხოლოდ და უხმოდ მიდის საბრძოლველად.ხიშტი კი დღევანდელ მსოფლიოშიც ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორც რომის იმპერიის დროს.
კომენტარები