უკრაინაში, ომის დაწყებიდან მეხუთე სოციალური გამოკითხვა ჩატარდა.
კითხვას, როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ ამ ქვეყნებიდან – უკრაინის მოქალაქეებს ასე უპასუხა: 33%-ს მიაჩნია, რომ საქართველო უკრაინისადმი ნეიტრალურია, 34%-ი ფიქრობს, რომ საქართველო საკმაოდ მეგობრულია, 20%-მა კი თქვა, რომ საქართველო უკრაინისადმი ნამდვილად მეგობრული იყო.
საქართველო მოცემულ სიაში მე-12 ადგილს იკავებს, ჩვენ შემდეგ სიაში მოდის გერმანია, უნგრეთი, ჩინეთი, ბელორუსი და ჩინეთი. ჩვენი მეზობელი ქვეყანა, თურქეთი, ორი საფეხურით წინაა და უკრაინის მოქალაქეების 47 % თვლის, რომ თურქეთი მის მიმართ საკმაოდ მეგობრულადაა განწყობილი.
გამოკითხვა ჩაატარა არასამთავრობო, დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამ, «Рейтинг» (Rating Group Ukraine)-მ, რომელიც 2008 წელს დაარსდა. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ყველა სახის სოციოლოგიურ კვლევაშიო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ის ყოველწლიურად ატარებს 100000-მდე ინტერვიუს და 100-ზე მეტ ფოკუსჯგუფის კვლევას.
გამოკითხვა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით, ყველა ოლქში, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და გამოკითხვაში მონაწილეობდნენ 18 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანები.
კომენტარები