ჯო ბაიდენმა ამერიკის ახლდაარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მოულოცა და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას დაჰპირდა.
ჩვენ ვართ დემოკრატიაში, სადაც ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს. მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს. მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე ის, რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ, რომ იმუშაონ მის გუნდთან ერთად ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს. არ შეიძლება, ქვეყანა გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ, გიყვარდეს მეზობელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეთანხმები, დაინახეთ ერთმანეთში თანამემამულე ამერიკელები, დაუწიეთ ტემპერატურას. არ დაივიწყოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ. ეს იყო ისტორიული პრეზიდენტობა”, – განაცხადა ბაიდენმა.
კომენტარები