ვაპირებ მოსკოვში ცხოვრებას, გავთავისუფლდი ავადმყოფობის გამო – ინტერნეტში ციხიდან გათავისუფლებული 71 წლის “კანონიერი ქურდის” შაქრო კალაშოვის ვიდეო ვრცელდება, რომელსაც ციხის დატოვებამდე რუსი გამომძიებელი კითხვებს უსვამს.
კალაშოვის ვიდეოს გამოცემა “პრაიმ კრაიმი” ავრცელებს.
კალაშოვი თავად ყვება, რომ ციხე გლაუკომას დიაგნოზის გამო დატოვა და არა სასჯელის მოხდის სანაცვლოდ. კითხვაზე სად აპირებთ ცხოვრებას, კალაშოვი პასუხობს რომ მოსკოვში.
რუსეთში კალაშოვი გამოძალვის ბრალდებით იყო დაპატიმრებული და სასჯელს კრასნოდარში იხდიდა.
კომენტარები