ტვ პირველის “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ნიკოლოზ გამყრელიძისა და ამირან გამყრელიძის თანამდებობები, მიუხედავად იმისა, რომ ამირან გამყრელიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება თვეებია გრძელდება, ერთ მესიჯს შეეწირა. მედია საუბრობს, ივნისში, თბილისში, პროევროპული აქციების ერთ–ერთ ორგანიზატორთან, გიორგი ქადაგიძესთან გაგზავნილ მესიჯზე, რომელიც მედიის მტკიცებით, ნიკოლოზ გამყრელიძემ ქადაგიძესთან თანამშრომლის დახმარებით მიაწვდინა და მესიჯის დედააზრი ასეთი იყო – “ჩვენი იმედი გქონდეთ”. მედიის თქმით, ოცნებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ნიკოლოზ გამყრელიძე განიხილავდა პროევროპული აქციების დაფინანსებას.
მედიის ინფორმაციით, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მფლობელ კომპანიას უთხრა, რომ თუ დირექტორს, ნიკოლოზ გამყრელიძეს არ გაუშვებდნენ თანამდებობიდან, მაშინ საქართველოს მთვარობასა და უმსხვილეს კორპორაციას შორის დაპირისპირება იქნებოდა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გაუშვეს ნიკოლოზ გამყრელიძის მამაც, ამირან გამყრელიძე.
მედიასთან კომენტარებს აკეთებენ დასახელებული პირები:
გიორგი ქადაგიძე:
ნიკა გამყრელიძე ჩემი მეგობარია, ჩვენ ვართ სკოლებები, დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს,. იგი პროფესიონალი ადამიანია. რაც შეეხება ჩვენ პირად საუბრებს, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს.
ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი:
არავის არ გაუშვია, დამსახურებულ პენსიაზე გავიდა.
ამირან გამყრელიძე:
იხილეთ ჩემი წერილი ფეისბუქზე. მე არავინ არაფერს მაიძულებს. დაანებეთ თავი შეთქმულების თეორიებს. არც ერთ აქციაზე არ ვყოფილვარ. ჩემი შვილი არის ცალკე ოჯახი, ცალკე პიროვნება… ტყუილია…
ნიკოლოზ გამყრელიძე:
მე მხარს ვუჭერ და ვუჭერდი საქართველოს ევროპულ მომავალს, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი და ამაში გასაკვირი არც არაფერია. რაც შეეხება კომუნიკაციას აქციის ორგანიზატორებთან, არავისთან არ მქონია კომუნიკაცია არც ღია და არც დახურული ხაზებით. ისე, რასაც ვფიქრობ, ყველაფერს ღიად ვაფიქსირებ და არ მჭირდება დაფარული ხაზები.
მედიის ცნობით, მათ აქვთ ფოტოები, რომელიც ადასტურებს რომ სუსი უთვალთვალებდა ამირან გამყრელიძეს, ყოველ შემთხვევაში, იმ დღეს, როცა ლუგარის ლაბორატორიაში აშშ–ს ელჩს უმასპინძლა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამირან გამყრელიძეს კი არა, სწორედ აშშ–ს ელჩს უთვალთვალებდნენ.
კომენტარები