“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“რას შევადარო…დიდგორს? ვატერლოოს? სტალინგრადს? თუ კი ეს პრინციპი, მისი განხორციელების პრაქტიკულ ჭრილში გადაინაცვლებს – ეს იქნება ეროვნული ხელისუფლების სტრატეგიულ შეტევაში თუ კონტრშეტევაში გადასვლა. ამ დაპირებას და მის ხორცშესხმას ქვეყანა ელოდებოდა 20 წელიწადი.
ამ 20-მა წელიწადმა გადაიარა ერის მენტალურ გენოციდზე, მის დემოგრაფიულ განადგურებაზე, ჯანსაღი მოსახლეობის ფსიქიკისა და ჯანმრთელობის შერყევაზე, ათასობით ოჯახურ ტრაგედიაზე, ქვეყნის ოკუპაციაზე, ლტოლვილთა ნაკადებზე, უამრავ მსხვერპლზე, ჯალათებისა და “გამქათმებლების” მხრიდან დასახიჩრებულ უამრავ ადამიანურ ბედზე და ა.შ.
მე სიფრთხილით, ზომიერი ოპტიმიზმით, მაგრამ უსაზღვრო მხარდაჭერით მინდა ვუსურვო ხელისუფლებას ამ ბრძოლაში ომის მოგებამდე მისვლა. რიგით ჯარისკაცად მეგულეთ და მიმანიშნეთ, სად დავიხარჯო ბოლომდე. უამრავი არმია გვერდში დაგიდგებათ. ამას ელოდებოდა ერიც და ბერიც – ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!”
კომენტარები