“ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა დღეს ტელეფონით უკვე ისაუბრეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ბარამიძის თქმით, მათ შორის მოკლე საუბარი შედგა და უბრალოდ, მოიკითხეს ერთმანეთი. ამასთანავე, როგორც ბარამიძე აცხადებს, “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, რომ ვანო მერაბიშვილი მათ პარტიაში გაწევრიანდეს.
“ჩვენ გვინდა, რომ იყოს ჩვენს პარტიაში”, – განაცხადა ბარამიძემ.
კომენტარები