მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ვადებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსეთი როგორც ეროვნულ დონეზე, ისე მინსკის ჯუფის ფარგლებში, განაგრძობს შუამავლის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარკებების განახლებისკენ, არსებული საბაზისო პრინციპებისა და შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე.
მუშავდება მოქმედებების სხვადასხვა სქემა, მათ შორის ჩვენ მიერ შეთავაზებულია მოსკოვის მოედანი რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის შეხვედრის ჩასატარელად ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით. ვაწარმოებთ მხარეებთან კონსულტაციებს ამ ფორმატის მოლაპარაკებების დაწყების შესაძლო ვადებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ამასთან, მარია ზახაროვას თქმით, 11-13 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შედგება, რა დროსაც სერგეი ლავროვთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხს განიხილავს.
კომენტარები