თადარიგის პოლკოვნიკი, აკია ბარბაქაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
ძალიან ბევრი თანამებრძოლი დავკარგე, სხვადასხვა კონფლიქტის და ომის დროს, სულ ერთი რამე მაოცებდა, როცა ვნახულობდი ამ ბიჭებს, ყველას ღიმილი ჰქონდა სახეზე შემხმარი და ეს ვალმოხდილი კაცის ღიმილი იყო. როგორ ფიქრობთ, ბატონო პრემიერო, ეს ბანკომატზე ფულის ჩარიცხვის ღიმილი იყო? ეგრე წარმოგიდგენია? ესე ფიქრობ, რომ ადამიანი წავა იმ ჯოჯოხეთში რომელიმე პარტიის მოწოდებით, თუ შინაგანი პროტესტის გრძნობა არ აქვს და შინაგანი მზაობა არ აქვს თავის განწირვის? ფიცი დაგიდია სამშობლოს ერთგულებაზე? ჯარში მშვიდობიანობის დროს მაინც გიმსახურით რომელიმეს მაგ ხელისუფლებაში? აბა, რას ტლიკინებთ, ბიჭო, რა არის ესა? წესადა გაქვთ უკვე… რა გაუკეთეს ლექსოს 5 ივლისს, ჯერ მოკლეს და მერე სულში ჩააფურთხეს, ნარკომანობა დააბრალეს. იგივე ქენით ახლა, ბატონო პრემიერო, იგივე გააკეთეთ, ამ ბიჭებს სულში ჩააფურთხეთ, იმათ ოჯახებს ჩააფურთხეთ სულში, აი მაგ განცხადებით და ცილისწამებით, თურმე, ფულის გულისთვის, თურმე, რომელიღაცა პარტიის ინტერესის გულისთვის წავიდნენ და სიცოცხლე, ყველაზე დიდი საგანძური, რაც ადამიანს გააჩნია, შეწირეს ამ პატარა მატერიალურს. ყველა თავისი გარყვნილების დონით მსჯელობს და განიკითხავს. სამწუხაროა, რომ თქვენ არ იცით – რა არის სამშობლოსთვის თავგანწირვა.”
საზოგადოება რატომ ბრაზდებით ამ ხელისუფლებაზე? ეს ხომ არ არის ჩვენი, ქართული ხელისუფლება? ეს რუსული ხელისუფლებაა, დავალებას ასრულებს, მათი დავალებაა, რაც შეიძლება ნაკლები ქართველი შეეწინააღმდეგოს რუსეთს. ესენი რომ დღეს მშვიდობას გვაყვედრებენ, ფერმერულ მშვიდობას, უკრაინაშია შეკავებული ის მშვიდობა, იქ რომ რუსეთის ყველა არმია არ გაენადგურებიათ, იქ რომ რუსეთს მეორე მობილიზაცია არ სჭირდებოდეს დღეს, აი, ეს ორჯონიკიძეები და უკვე ორჯონიკიძეებიც ზედმეტია,. პირდაპირ კობახიძეები, ღარიბაშვილები, მდინარაძეები, სიამოვნებით გაყვებოდნენ მეთერთმეტე არმიას, სიამოვნებით დახვრიტავდნენ განსხვავებულია აზრის მქონე ადამიანს, ცინიკურად, ყოველგვარი მორიდების გარეშე. ამას აკეთებენ შეპარვით – ამ პროცესში ვართ. ეს ხალხი არის ჩვენი სახელმწიფოს მომავლის მესაფლავე. ესენი არიან ჯალათები.
კომენტარები