სოციოლოგი იაგო ჯაჭკაჭიშვილი:
,,ბოლო დღეების მიტინგებს ის გამოარჩევს, რომ მასში დომინანტურად ჩაერთო ახალი თაობა (ე.წ. Generation Z – დაბადებულები 1995-2012 წლებში). ეს თაობა არ არის დატვირთული ე.წ. პროტესტის ჰუმანიზაციის ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს „დავარცხნილ“ პროტესტს, ანუ ბრძოლას არაძალადობრივი მეთოდების გამოყენებით.
ახალი თაობა მიმართავს პროტესტის ხისტ ფორმებს, ანუ შეგნებულად მიდის დევიაციის (ზოგჯერ, დანაშაულის) რისკზე, რადგან ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მეთოდები ამოწურულია, დროში გაუმართლებლად გაწელილია, ანდა – პრინციპულად უშედეგო.
აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ხისტი საზოგადოებრივი პროტესტი Generation Z-თვის არის არის არა თვითმიზანი, როგორც პირველადი გამღიზიანებელი, არამედ რეაქცია უსამართლობის განცდაზე, ანუ მეორადი, თანაც სიტუაციური, რეფლექსია. ახალგაზრდებმა პოლიციის მანქანა ამოატრიალეს არა იმიტომ, რომ მათთვის ზოგადად პოლიცია (როგორც ინსტიტუტი) და პოლიციელია ცუდი, არამედ იმიტომ, რომ პოლიცია, მოცემულ კონტექსტში, უსამართლოდ მოიქცა და ასეთი რეაქცია დაიმსახურა.
მოკლედ, დღევანდელი ახალგაზრდული პროტესტი საქართველოში ყველაზე მეტად დაემსგავსა ევროპულს და ეს უდავოდ ახალი მოვლენაა.”
კომენტარები