ფოტო – BBC
მსოფლიოს წამყვანი მედასაშუალებები BBC, Reuters, The Guardian, Euronews თბილისში, დღეს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურებიან.
“ძალადობრივი პროტესტის ფონზე თბილისი პრაიდი გაუქმდა” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC და წერს, რომ “ჟურნალისტებსა და აქტივისტებს დაგეგმილი მარშის წინ თავს დაესხნენ, მთავრობამ ვერ მოახერხა აქტივისტებისა და “თბილისი პრაიდის” მონაწილეებისთვის ალტერნატიული უსაფრთხო ადგილის შეთავაზება. BBC ციტირებს პრემიერის დღევანდელ განცხადებას და აქვეყნებს საელჩოების ერთობლივ განცხადებას.
“თბილისი პრაიდის” მარში გაუქმდა, მას შემდეგ რაც ულტრამემარჯვენეებმა, პრაიდის ოფისი დაარბიეს” – წერს The Guardian.
The Guardian იხსენებს, 2013 წლის მოვლენებს, როდესაც პრაიდის აღლუმს სასულიერო პირები და ძალადობრივი ჯგუფები “არაა გეებს” შეძახილებით და კონტრაქციით თავს დაესხნენ. მედიასაშუალება ამბობს, რომ ძალადობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებს ხელს უშლის.
Reuters მიმოიხილავს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, თავდასხმებს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. წერს, რომ კადრებში ჩანს, როგორ აძვრნენ რადიკალური ჯგუფები თბილისი პრაიდის შენობაზე, ჩამოხსნეს და დაწვეს LGBT დროშა.
Euronews -იც ანალოგიურს წერს,
ცნობისთვის, დაძაბულობა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ამ დრომდე გრძელდება, ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები პერიოდულად სხვადასხვა ადამიანებს უპირისპირდებიან.
კომენტარები