საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ფეხსაცმლის მწარმოებელი გერმანული კომპანია „ლოვას“ წერილს:
“ჩვენ 100%-იან გარანტიას ვიძლევით, რომ ბათინკები, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, ევროკავშირში, ჩვენს ქარხანაში არის დამზადებული. ამ ქარხანაში ვაწარმოებთ დაახლოებით 10 000 წყვილ Lowa-ს ფეხსაცმელს დღეში.
გთხოვთ, დანართად იხილოთ ჩვენი კომპანიის DIN EN ISO 9001:2015 სერტიფიკატი. დამოუკიდებელი ინსტიტუტი PFI ყოველწლიურად ახორციელებს ჩვენი კომპანიის მთლიან აუდიტს.
საუკეთესო სურვილებით
ჰოლგერ ნოი – ექსპორტის მენეჯერი”
კომენტარები