ცოტა ხნის წინ, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ცოტნეს ორი ფოტო.
მოგეხსენებათ, ცოტნეს დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია, წერს, რომ ცოტნეს მდგომარეობა არ არის სახარბიელო და ითხოვს მის სხვა კლინიკაში გადაყვანას. იგი წერს რომ შვილს უღუპავენ “უცნობი პირები” და საქართველოს ხელისუფლება კი ბლოკავს.
გიორგი გამსახურდია, ცოტნეს ძმა, სოციალურ ქსელში აზიარებს ანა ჯაბაურის პოსტს და წერს რომ მხოლოდ მისი გავრცელებული ინფორმაციაა ობიექტური და სანდო, სხვა ნებისმიერი პირის ვერსია კი ტყუილია.
“ეს არის ობიექტური სურათი ცოტნეს გარშემო არსებული მდგომარეობის. სხვა ყველაფერი, არის სიცრუის ტირაჟირება ე.წ. გულშემატკივრების მხრიდან. ნებისმიერი ადამიანისგან წამოსული სხვა ვერსია არის ტყუილი ამას ვუსვავ ხაზს”
კომენტარები