მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, წერს:
“პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მოწვევით ვარშავაში საჯარო ღონისძიებას ვეწვიე, სადაც იგი ისტორიული სიტყვით გამოვიდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის წლისთავს ეძღვნება. მისი გამოსვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან მოლდოვის რესპუბლიკისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები და ქვეყანაში მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის მხარდამჭერი ღონისძიებები განვიხილეთ.
მადლობელი ვართ ამერიკელი ერის აშშ-ის მთავრობის მიერ წინა წელს ენერგეტიკული კრიზისის დაძლევისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის… აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის იმედს ვიტოვებთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის დივერსიფიცირების ძალისხმევებში”.
სანდუმ ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენი მოლდოვაში მიიწვია.
კომენტარები