ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს კითხვას, კითხვას, იზიარებს თუ არა ევროპული საბჭოს რეზოლუციის მთავარ სულისკვეთებას და აპირებს თუ არა საქართველო გაიზიაროს რეზოლუციის მოწოდება და აღიაროს პუტინის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად:
„ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებს. ვნახოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ჩვენ სულისკვეთებაზე ხომ ვერ ვისაუბრებთ, აქ საუბარია ოფიციალურ შეფასებაზე. მე არ ვარ რიგითი მოქალაქე, რომელმაც საკუთარ სულისკვეთებაზე შეიძლება ისაუბროს, მე ვსაუბრობ მმართველი პარტიის სახელით, მე ვერ ვისაუბრებ ჩემს სულისკვეთებაზე. როცა სახელმწიფოს ექნება პოზიცია, ეს იქნება ასახული შესაბამის დოკუმენტში.
მარტივად არის საქმე. მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო.”
“ალია” შეგახსენებთ, რომ საქმე მართლაც ძალიან მარტივადაა, რადგან საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების (ქართული ოცნების დროს მიღებული) მიხედვით, საქართველოს უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები ასე გამოიყურება:
კომენტარები