ცნობილმა ბრაზილიელმა მწერალმა, პაოლო კოელიომ ბავშვების შესახებ წიგნის ვერსია წაშალა, რომელზეც ტრაგიკულად დაღუპულ კობი ბრაიანტთან ერთად მუშაობდა.
როგორც Associated Press-სთან ინტერვიუში კოელიო აცხადებს, ბრაიანტს სურდა, წიგნით ეჩვენებინა, რომ გაჭირვებაში მყოფ ბავშვებს ამ პრობლემის დაძლევა სპორტის საშუალებით შეუძლიათ.
„შენ უფრო მეტი იყავი, ვიდრე უდიდესი სპორტსმენი. შენთან ურთიერთობით ბევრი რამ ვისწავლე. სამუშაო ვერსიას წავშლი, რადგან მასზე მუშაობას აზრი აღარ აქვს“, – ამბობს მწერალი.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა.
კომენტარები