12 წლის განმავლობაში ძებნილი „საწვავის მაფიის“ ბოსი სილეზიის „თავებზე მონადირეებმა“ უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს.
ინფორმაციას პოლონეთის პოლიცია, ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს და რამდენჯერმე აღნიშნავს, პოლონეთში საქართველის პოლიციის ატაშეს, გიორგი გამსახურდიას როლს ამ საქმეში.
საქართველოს პოლიციის ატაშეს დახმარებით, უკრაინის პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტმა ძებნილი უკრაინაში დააკავა. 44 წლის ჩენსტოხოველი მამაკაცი ახლა პოლონეთშია ექსტრადიციის მოლოდინშია.
2009 წელს ჩენსტოხოვას პოლიციის კომენდატურამ ჩენსტოხოვას საოლქო პროკურატურის დაკავების ორდერის საფუძველზე ძებნა გამოაცხადა 32 წლის ქალაქის მაცხოვრებელზე, მაშინდელ ლუკაშ ბ.-ზე.
აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის: 2000 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის პერიოდში პოლონეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ჩენსტოხოვაში, შიევიეჟში და სხვა ქალაქებში სხვებთან ერთად შექმნა და ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელსაც ბრალი ედებოდა სხვისი ქონების მითვისებასა და სხვა ფინანსურ დანაშაულებებში, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და სახაზინო დანაშაულის ჩადენაში.
ლუკაშ ბ. იძებნებოდა ქ. ჩენსტოხოვას ჩენსტოხოვა-პულნოცის რაიონული პროკურატურის მიერ ინიცირებული დაკავების ორდერის საფუძველზე.
საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული საქმე 2012 წლიდან გადაეცა კატოვიცეს სავოევოდო კომენდატურის მიზნობრივი ძებნის დეპარტამენტს.
მოკვლეულ იქნა ინფორმაცია, რომ ძებნილმა დატოვა ქვეყნის და ევროკავშირის ტერიტორია. გამოძიებისას დადგინდა, რომ ძებნილი იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, მოხდა კავშირის დამყარება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესთან. მისი დახმარებით, საქმის მასალები გადაეცა უკრაინულ მხარეს. პოლიციის ატაშე აგრეთვე კოორდინაციას უწევდა კატოვიცეს სავოევოცო პოლიციის კომენდატურისა და კიევში უკრაინის პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტების თანამშრომლობას, რის შედეგადაც დადგინდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ძებნილი იყენებდა ყალბ პასპორტს და სხვისი ვინაობით აწარმოებდა ეკონომიკურ საქმიანობას.
ერთობლივი ძალებით, 25 მაისს აღნიშნული პიროვნება დაკავებული იქნა კიევში. 28 მაისს უკრაინულმა სასამართლომ 40 დღით პატიმრობა მიუსაჯა ლუკაშ ბ-ს.
დაწყებულია საექსტრადაციო პროცედურები.
“ალია” შეგახსენებთ, პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე, გიორგი გამსახურდიაა და იგი 2018 წლის 10 დეკემბერს, პოლონეთის მთავრობამ დააჯილდოვა ბრინჯაოს მედლით, პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისთვის, 2019 წელს პოლონეთის პოლიციის პროფკავშირის თავმჯდომარემ იგი პირველი კლასის დამოუკიდებლობის ორდენით დააჯილდოვა, 2020 წლის ივლისში კი პოლონეთის შს მინისტრმა გიორგი გამსახურდია პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა. როგორც ჩანს, გიორგი გამსახურდია არც 2021 წელს დარჩება მედლის გარეშე.
კომენტარები