„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობას პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას:
“რას უკრავთ ტაშს? პანდემია დაამარცხეთ, ეკონომიკური გარღვევა გაქვთ, ინვესტიციები შემოიტანეთ, სამუშაო ადგილები შექმენით, ადამიანები არ შიმშილობენ თუ რომელი პრობლემა გადაწყვიტეთ?
ძალიან ბევრს ვფიქრობდი შემოვსულიყავი თუ არა დღეს სხდომაზე. თქვენ ცხოვრობთ პარალელურ რეალობაში. ძალიან აცდენილი ხართ იმ რეალობას, იმ საჭიროებებს, რაც ხალხს აწუხებს. მე მიკვირს ეს ოვაციები და ტაში. რას უკრავთ ტაშს? პანდემია დაამარცხეთ, ეკონომიკური გარღვევა გაქვთ, ინვესტიციები შემოიტანეთ, სამუშაო ადგილები შექმენით, ადამიანები არ შიმშილობენ თუ რომელი პრობლემა გადაწყვიტეთ? რას უკრავთ ტაშს? ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. ნამდვილი ტაში, ნამდვილი ოვაცია ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებმაც ზეწოლის და უთანასწორო ბრძოლის პირობებში მხარი დაუჭირა ოპოზიციას.
მთავარ მისიად ოპოზიციის განადგურება გაქვთ დასახული, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის აღმშენებლობაზე საუბრობდეთ. არჩევნები რომ მოვა მაშინ გახსენდებათ სისხლიანი რეჟიმი, მანამდე დაკავებულები ხართ, კარგად ცხოვრობთ. მე მიხარია მდიდარ და კარგ ადამიანს რომ ვხედავ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ძარცვის ხარჯზე. ასე ვერ გაგრძელდება მეგობრებო, რეალობას დაუბრუნდით“
კომენტარები