“რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ დანაწევრებული ბავშვები ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან,” – ამ კითხვით მიმართა სალომე სამადაშვილმა შს მინისტრს.
რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას მინდა მივმართო, რას უკრავთ ტაშს – რას უკრავთ ტაშს, რომ 30 ადამიანი დაგვეღუპა? როდესაც გვესაუბრებით, რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია, მე იცით, რისი მოსმენა მაინტერესებს, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ დანაწევრებული ბავშვები ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან, რისი გაკეთება შეიძლებოდა ამისთვის, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, იმიტომ, რომ ყველაფერი არ არის გაკეთებული,“ – ამბობს სალომე სამადაშვილი.
კომენტარები