ტვ პირველის ინფორმაციით, არჩევნების დღეს ოცნება ამუშავებდა ქოლცენტრენს, ხოლო უბანზე კონკრეტული ადამიანების მოსვლის უზრუნველჰყოფას და ან შემოწმებას ახდენდნენ კაპიტნები.
ერთ-ერთი კაპიტანი ცნობილი ადვოკატი, ლექსო კობაიძეა.
ტვ პირველთან იგი ადასტურებს ინფორმაციას და ამბობს:
-ქართულ ოცნებას რომ ვეხმარებოდი ვადასტურებ. გვერდში ვედექით რომ მხარდამჭერებთან მეტი კომუნიკაცია გვქონოდა. კაპიტნობა მენეჯერია რომელსავ აბარია თავისი გუნდი და ეს გუნდი პასუხისმგებელია კაპიტანთან. კაპიტანი თავის მხრივ პასუხისმგებელია ადამიანთან, რომელსაც უშუალოდ კავშირი აქვს პარტიასთან.
ცნობისთვის 2021 წელს ლექსო კობაიძე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა და გლდანის ციხესთან აქციასაც აანონსებდა.
“ალია” დაუკავშირდა ოცნების კაპიტანს და ვკითხეთ მას, ხომ ნამდვილად ის ადამიანია, ვინც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს აანონსებდა სლოგანით: “ვარდების აღების დროა.”
ლექსო კობაიძე:
-ის ვარ, კი. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი რომ პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს. დღესაც ასე ვფიქრობ, მაგრამ ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება წინა ხელისუფლების რეჟიმის მიმართ და ისიც, რომ ქართული ოცნების მმართველობის პრინციპებს ვეთანხმები და მომწონს.
კომენტარები